1765569542
თბილისს 10 ახალი მარშრუტი დაემატა იმ უბნებში, სადაც აქამდე ტრანსპორტი არ დადიოდა
თბილისს ახალი სატრანსპორტო მარშრუტი დაემატა. დედაქალაქის მასშტაბით, იმ ქუჩებზე, სადაც ავტობუსები არ მოძრაობდნენ, ახალი ტრანსპორტი ივლის.
როგორც დღეს თბილისის ტრანსპორტის და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსმა აღნიშნა, ავტობუსები გაჩერებებზე 15 წუთიანი ინტერვალით იმოძრავებენ.
„დედაქალაქში ჩვენ გვქონდა ისეთი ტერიტორიები, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტით მომსახურება არ ხდებოდა და მოქალაქეებისთვის წვდომა გართულებული იყო. უწევდათ კილომეტრების გავლა ტრანსპორტამდე მისასვლელად. დღეისთვის ჩვენ დავამატეთ, მსგავსი ტერიტორიის 10 მარშრუტი,"- განმარტავს ვიქტორ წილოსანი.












