კარგი ამბავი მათთვის, ვისაც ბანკში სესხი აქვს
1741602679
თბილისის მერია 10 სექტემბრიდან სოციალურად დაუცველი სტუდენტების 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღებას იწყებს.
ვის შეუძლია დაფინანსებით სარგებლობა?
დაფინანსების მიღება შეუძლია საქართველოს მოქალაქეს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ პირს, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაირიცხა ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო, ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის პროგრამაზე, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამაზე, ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო პროგრამაზე, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამაზე ან დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელიც არის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი და რეგისტრირებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოციალური მომსახურების სააგენტოს „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და მინიჭებული სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 150 000-ზე და „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან“ ამონაწერში ოჯახის საცხოვრებელი ადგილის მისამართად მითითებულია ქალაქი თბილისი.
ვის რამდენით დაუფინანსდება სწავლის საფასური?
დაფინანსების ოდენობა (წლიურად შეადგენს 2 250-ს, ხოლო სემესტრულად 1 125 ლარს) დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში მიღებულ აკადემიურ მოსწრებაზე. კერძოდ:
91-100 ქულა სემესტრული თანხის (1 125 ლარი) არაუმეტეს 100%-ის გათვალისწინებით, იმ სტუდენტებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ არის 150 000-ის ტოლი ან ნაკლები;
71-90 ქულა სემესტრული თანხის (1 125 ლარი) არაუმეტეს 100%-ის გათვალისწინებით, იმ სტუდენტებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ არ აღემატება 70 000-ს, ხოლო სემესტრული თანხის არაუმეტეს 70%, იმ სტუდენტებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ არის 70 000-ზე მეტი და 150 000-ზე ნაკლები ან 150 000-ის ტოლი;
51-70 ქულა სემესტრული თანხის (1 125 ლარი) არაუმეტეს 50%-ის გათვალისწინებით, იმ სტუდენტებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ ტოლი ან ნაკლებია 150 000-ის.
დოკუმენტაცია, რომელიც დაფინანსების მისაღებად, სტუდენტმა თბილისის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
• პირადი განცხადება;
• პირადობის მოწმობის ასლი ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლი;
• ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;
• ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას სტუდენტის სტატუსის და წლიური გადასახადის შესახებ;
• უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი/ამონაწერი, წინა სემესტრში გავლილი საგნებისა და შეფასებების შესახებ (გარდა I სემესტრის სტუდენტისა);
• იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის შემთხვევაში, დოკუმენტი, დროებითი რეგისტრაციის ადგილის შესახებ, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოდან;
• უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საბანკო რეკვიზიტები/ანგარიშფაქტურა.
პირველი სემესტრის სტუდენტები მიიღებენ სემესტრული თანხის (1 125 ლარი) არაუმეტეს 50%-იან დაფინანსებას.
განცხადების მიღება დაიწყება 2021 წლის 10 სექტემბრიდან და გაგრძელდება 20 ნოემბრის ჩათვლით. მისამართი: შარტავას ქ. N7.
განაცხადის შეტანა ასევე, შესაძლებელია ელექტრონულ პლატფორმაზე: www. my.municipal.gov.ge. (ელექტრონული ხელმოწერისთვის აუცილებელია სპეციალური მოწყობილობის არსებობის შემთხვევაში).