ტატიანა ზარქუა 100 წლის გახდა - ნახეთ როგორ აღნიშნა იუბილე 14 შვილიშვილისა და 20 შვილთაშვილის ბებიამ

100 წლის ბებო

ტატიანა რაფავა-ზარქუამ 100 წლის იუბილე უფროსი ვაჟის, 74 წლის შახი ზარქუას სახლში, ზუგდიდში, ოჯახურ გარემოცვაში აღნიშნა.

საუკუნოვანი ქალი სოფელ ჭკადუაშში დანარჩენ შვილებთან ერთად ცხოვრობს.

როგორც სოფლის რწმუნებულმა გვითხრა, მეუღლე 30 წლის წინ გარდაეცვალა. ტატიანა ზარქუას 8 შვილი, 14 შვილიშვილი და 20 შვილთაშვილი ჰყავს.

"ბებო მხნედაა, ჯანმრთელია და ასე მხიარულად აღვნიშნეთ მისი ასი წლის იუბილე", - გვითხრა ერთ-ერთმა შვილიშვილმა თეა ზარქუამ.

✕