1763237570
თამარ გვერდწითელის ვარსკვლავის უკრაინის დროში ფერებში შეღებვას დავით ოქიტაშვილი გამოეხმაურა
„არ ვგმობ ამ ფაქტს, იმიტომ, რომ იქ (უკრაინაში) ჩემი ახლობლები იღუპებიან და როგორ შეიძლება ამ ფაქტის დაგმობა?“ - ასე ეხმაურება ,,კულტურის პალატის“ ხელმძღვანელი დავით ოქიტაშვილი, საინფორმაციო სააგენტო CNews-თან საუბრისას რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერლის თამარ გვერდწითელის ვარსკვლავის, მოძრაობა ,,სირცხვილიას“ აქტივისტების მიერ, უკრაინის დროში ფერებში შეღებვას.
ოქიტაშვილის განცხადებით, მაშინ როდესაც რუსეთი უკრაინაში, ქართველი ხალხის მოძმე ერს ანადგურებს, წარმოუდგენელია კრემლის დარბაზში გამოხვიდე და ოკუპანტს უმღერო.
ცნობისთვის, რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერლები თამარ გვერდწითელი, სოსო პავლიაშვილი და ქეთა თოფურია, 8 მარტისთვის მიძღვნილ კონცერტზე კრემლის დარბაზში გამოვლენ და რუს მსმენელს უმღერებენ.
ფაქტის გასაპროტესტებლად სამოქალაქო აქტივისტებმა საქართველოში გვერდწითელის ვარსკვლავი უკრაინის დროშის ფერებში შეღებეს.











