VIDEO: „უცებ დავინახე, რა ხდება?!“ - რა მოხდა „ჰაუსის“ დასრულების შემდეგ
1770408031
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ მოადგილეების პოზიციაზე გიორგი კვარაცხელია და ნათია სონღულაშვილი წარადგინა. ორივეს მრავალწლიანი გამოცდილება აქვს საგამოძიებო და საპროკურორო მიმართულებით მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის.
„სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს კიდევ ორი პროფესიონალი შემოუერთდა. დღეს, თანამშრომლებს მოადგილეების პოზიციაზე გიორგი კვარაცხელია და ნათია სონღულაშვილი წარვუდგინე. ორივეს მრავალწლიანი გამოცდილება აქვს საგამოძიებო და საპროკურორო მიმართულებით მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის. შეხვედრაზე ვისაუბრეთ არსებული სტრატეგიული გეგმის შესრულებაზე და სამსახურის განვითარების ხედვის შემუშავებაზე. გამოვთქვით დიდი სურვილი და მზაობა თანამშრომლების აქტიურ ჩართულობასთან დაკავშირებით განსახორციელებელი რეფორმების პროცესში “, - განაცხადა კაციტაძემ.