1765569542
სინოპტიკოსების გაფრთხილება - საქართველოში ამინდი უარესდება
5 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთიან რეგიონებში - თოვლი, ზოგან, შესაძლებელია ძლიერი და ქარბუქი. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათი ცნობით, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
სინოპტიკოსების ინფორმაციით, ზღვაზე შესაძლებელია 4-6 ბალიანი შტორმული ღელვა.
მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო).











