შუქი გაითიშება - გადაამოწმეთ მისამართი და აღდგენის დრო

შუქი

„თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 25 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. 

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის, დაბა კიკეთის, დაბა ბეთანიას, სოფელი დიდების, ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), აბაშიძის, ფალიაშვილის და არაყიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ჯანელიძის, გეთიას, სამრეკლოს და იყალთოელის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წინანდლის, ახმეტის, ივერიელის და გუთნის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 13:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის (ნაწილობრივ), ჩოლოყაშვილის, ჯავადის, მეგობრობის, მიკოლა ბაჟანის, ჟორდანიას და არტურ ლაისტის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კოჯრის და კოჯრის გზატკეცილის მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), აღმაშენებლის ხეივნის მე-11 კილომეტრის, გელოვანის გამზირის, პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ვახუშტი ბაგრატიონის, ბროწეულის, იასამნის, გაგარინის, გოძიაშვილის, სააკაძის, გოთუას, დიდგორის, ცინცაძის,
კუტუზოვის, გამრეკელის, საბურთალოს, ცაგარელის, ბახტრიონის და ქუთათელაძის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), მაღალაშვილის, გეგეჭკორის, სხირტლაძის, მინდელის, პოლიტკოვსკაიას, ფხაკაძის და იოსელიანის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის III, IIIა მიკრორაიონების (ნაწილობრივ), დვალის, კუპრაძის, სუხიშვილის და ჯავახეთის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

ასევე დაგაინტერესებთ:

VIDEO: როგორ გამოვთვალოთ ბავშვის მომავალი სიმაღლე

ქორწილიდან მომავალ სამარშრუტო ტაქსიში 16 ადამიანი იჯდა... 14 ადგილზე გარდაიცვალა - უმძიმესი ისტორია, რომელმაც წლების წინათ საქართველო შეძრა

“მე ვარ ანტიქრისტეს შემაკავებელი…” - ვრცელდება მდუმარე ბერის მორიგი წერილი