„შესაძლოა, ფილტვებთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს...“ - ექიმები პოპკორნის საზიანო თვისებაზე

პოპკორნი

გადაცემაში "ექიმები" ასახელებენ იმ პროდუქტებს, რომლებიც, სასარგებლოა, თუმცა არსებობს შემთხვევები, როდესაც ისინი შესაძლოა, საფრთხესაც კი შეიცავდნენ. ერთ-ერთი ასეთი პროდუქტია პოპკორნი.

„აუცილებლად უნდა იცოდეთ და გაითვალისწინოთ, რომ ფერად და ლამაზ პაკეტებში შეფუთული პოპკორნი ხშირად სხვადასხვა დანამატითაა გაჯერებული. ამ დანამატებმა შესაძლოა, ფილტვებთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს. ფერად პარკებში შეფუთული პოპკორნი ისეთ აქტიურ ნივთიერებას შეიცავს, როგორიცაა დიაცეტილი. გაგიკვირდებათ და არსებობს ასეთი ტერმინი - პოპკორნის ფილტვი. ეს არის ფილტვის ძალიან მძიმე დაავადება, რომელსაც დიაცეტილის დიდი რაოდენობით შესუნთქვა იწვევს. ამ დაავადებას სახელი დაერქვა იმის გამო, რომ ხშირად პოპკორნის ქარხანაში მომუშავე ადამიანებს ემართებათ. თავისთავად, პოპკორნი ჩვენი ჯანმრთელობისათვის მავნე არ არის, ამიტომ შეგიძლიათ, მიირთვათ. სახლში გაკეთებული უკეთესია.“ - ასე ხსნიან ექიმები ამ ბევრისთვის საყვარელი პროდუქტის საზიანო თვისებას.

✕