„შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა...“ - საქართველოში ამინდი უარესდება

ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 5 თებერვლიდან 8 თებერვლამდე საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში), მთიან რეგიონებში ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული, ზვავსაშიშროება, ელექტროგადამცემ სადენებზე შემოყინულობა, ზღვაზე შესაძლებელია ძლიერი, 6 ბალამდე შტორმი. 6 თებერვალს იქროლებს ძალიან ძლიერი ქარი.

„დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, - წერია გარემოს სააგენტოს გავრცელებულ განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ:

,,კიდევ დაიღუპა გოგო და კიდევ მოხვდა რეანიმაციაში რამდენიმე ახალგაზრდა ...“ - რას წერს ნათია ფანჯიკიძე

VIDEO - მაყურებლის რეაქცია ხვიჩა კვარაცხელიას ულამაზესი გოლის შემდეგ

პლანეტა ურანი კუროს ნიშანშია - ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც ეს ასტროლოგიური მოვლენა 2024 წელს გლობალურ ცვლილებებსა და ტრანსფორმაცია მოუტანს

✕