„შექმნილი ეპიდვითარების გამო, სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები დაგეგმილზე ადრე უნდა გამოცხადდეს“ - დევი ტაბიძე

სკოლა

ჯან­დაც­ვის ექსპერტის დევი ტაბიძის რეკომენდაციაა, რომ არსებული ეპიდვითარების გამო, სკოლებში საზაფხულო არ­და­დე­გე­ბი დაგეგმილზე ადრე გამოცხადდეს.

რო­გორც მან მე­დი­ა­ცენ­ტრ "მთა­ვარ­ში“ გამართულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე განაცხადა, სკოლები და ბავ­შვე­ბის ზო­გი­ერ­თი ნა­წი­ლი მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია.

„ბავშვთა მიმართულებით აუცილებელია, რომ სასწავლო პროცესი რაც შე­იძ­ლე­ბა სწრაფად და­ი­ხუ­როს იმიტომ, რომ ამას შემდგომში არ­და­დე­გე­ბი მოსდევს. ჩემი პი­რა­დი რე­კო­მენ­და­ცია იქნება, ცოტა ადრე შეწყვიტოს სწავლა და გა­და­ვი­დეთ იმ არ­და­დე­გებ­ზე, რომელიც მო­დის. ეს გარკვეულ პერიოდს მოგცემს. ნა­ხე­ვარ­ზე მეტი სკო­ლა, ნა­ხე­ვარ­ზე მეტი კლასი უკვე ძალიან მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. ბავშვის ერთი დღე სკო­ლა­ში გაშვება ნიშნავს იმას, რომ შემ­დგომ­ში სერიოზული პრობლემებია, თუმცა ბავ­შვე­ბი ამ შემთხვევაში ამ დაავადების ყველაზე კარგი გა­დამ­ტა­ნე­ბი არიან“,-გა­ნა­ცხა­და ტა­ბი­ძემ. 

მისი შეფასებით , ზო­გა­დი ეპიდსი­ტუ­ა­ცია უმ­ჯო­ბეს­დე­ბა, თუმცა ძა­ლი­ან მძი­მე ნაბიჯებით. რაც შე­ე­ხე­ბა გარ­დაც­ვა­ლე­ბის რაოდენობას, დევი ტა­ბი­ძის თქმით, ეს მაჩვენებელი ჯერჯერობით უცვლელია.

მან ასე­ვე სა­წო­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა­ზეც ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ „ომიკ­რო­ნის“ ბი­ნა­ზე და კო­ვიდ სას­ტუმ­რო­ში მარ­თვამ სი­ტუ­ა­ცია შე­და­რე­ბით გა­ა­უმ­ჯო­ბე­სა.

„კლინიკურად ასე­თი მდგო­მა­რე­ო­ბაა. თერაპიული სა­წო­ლე­ბი არის, რეანიმაციაში და ინტენსიურ პალატებში პრობ­ლე­მე­ბი ისევ არის, სა­წო­ლე­ბის პრობ­ლე­მა დგას. ძა­ლი­ან დიდი შეღავათი მის­ცა „ომიკ­რო­ნის“ ბი­ნა­ზე და კო­ვიდ სას­ტუმ­რო­ში მარ­თვამ“, - გა­ნა­ცხა­და ტა­ბი­ძემ.

ის აღ­ნიშ­ნავს, რომ „ომიკ­რო­ნი“ კო­ვიდ ინფექციის და­სას­რუ­ლი არ იქ­ნე­ბა.

„კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ეს არ იქ­ნე­ბა კო­ვიდ ინ­ფექ­ცი­ის და­სას­რუ­ლი. ყველაზე მთა­ვა­რი არის ის, რომ ეს და­ა­ვა­დე­ბა გა­და­ვი­დეს გარ­კვე­უ­ლი ენ­დე­მი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბის ფორმაში. გავიხსენოთ ადრე ნათქვამი ჩვენივე მოსაზრება, რომ ჩვენ ამ ვირუსთან ერთად უნდა ვიცხოვროთ“, - გა­ნა­ცხა­და ტა­ბი­ძემ.