კარგი ამბავი მათთვის, ვისაც ბანკში სესხი აქვს
1741602679
სენაკში საკრებულოს წევრებს „პოსტვივის“ ჟურნალისტმა მათემატიკის წიგნები დაურიგა.
სენაკში საკრებულოს სხდომას 17 წევრი ესწრებოდა, მათგან 13 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი“ იყო, ხოლო 4 - პარტია „საქარველოსთვის“ წარმომადგენელი.
ცნობისთვის, 9 თებერვალს სენაკის მუნიციპალიტეტის სხდომას „ქართული ოცნების“ არცერთი დეპუტატი არ დაესწრო, ოპოზიციონერები კი სრულად იყვნენ წარმოდგენილნი. მათ „პირადი მიზეზით“ საკრებულოდან წასული გახარიას გუნდის წევრის ადგილმონაცვლის, ნიკოლოზ შამათავას უფლებამოსილება ცნეს, რის შემდეგაც ოპოზიციონერ დეპუტატთა რაოდენობა 16-დან 17-მდე გაიზარდა და საკრებულოს უმრავლესობა შეადგინა.
მიღებულ გადაწყვეტილებას „ქართული ოცნების“ ლიდერები აპროტესტებენ. მათ სასამართლოს სთხოვს, საკრებულოს დროებით შეეზღუდოს გადაწყვეტილებების მიღების უფლება.
სენაკის საკრებულოს ოპოზიციაში აცხადებენ, რომ კანონი არ დაურღვევიათ, რადგან 9 თებერვალს არ ჩატარებულა ახალი სხდომა, ეს იყო 3 დეკემბერს კვორუმით გახსნილი და გადადებული სხდომის გაგრძელება.
ცნობისთვის, სენაკის საკრებულოს სულ 33 დეპუტატი ჰყავს. მათგან "ქართული ოცნების" -16, ენმ-ის -13 და "გახარია-საქართველოსთვის" 4 წევრია.