1-ლი იანვრიდან ქვეყანაში მნიშვნელოვანი რეგულაცია შედის ძალაში
1763152075
სასტუმრო სევსამორას გადაწყვეტილებით, ისინი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების ჯავშნებს აღარ მიიღებენ. ამის შესახებ განცხადებას კომპანია სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„მსოფლიო ახალი გამოწვევების წინ დგება, მათ შორის ჩვენი ქვეყანაც.
ახლა ყველას საკუთარი სოლიდარობით გვიწევს გამოხატვა ჩვენი დამოკიდებულებების მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.
ქართული სტუმარმასპინძლობის ღირებულებები ისტორიულმა წარსულმა და კულტურულმა მემკვიდრეობამ გააჩინა.
მიუხედავად იმისა, რომ სტუმარმასპინძლობის ტრადიციები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ვფიქრობთ, რომ დღეს სრულიად განსხვავებული მდგომარეობაა და გარკვეულწილად მკაცრი გადაწყვეტილებების მიღების დროა.
სწორედ ამიტომ, სასტუმრო სევსამორა აღარ მიიღებს რუსეთის ფედარაციის მოქალაქეების ჯავშნებს და არ გაუწევს მათ არც სარესტრონო მომსახურებას სიტუაციის დასტაბილურებამდე.
ვფიქრობთ, რომ ჩვენი გადაწყვეტილება სასიკეთოდ აისახება ჩვენი ქვეყნის მომავალზე“, - აღნიშნულია განცხადებაში.