საქართველოს უნივერსიტეტებში გარკვეულ პროფესიებზე შესაძლოა, ონლაინ სწავლება დაიწყოს

სწავლა

საქართველოს უნივერსიტეტებში გარკვეულ პროფესიებზე შესაძლოა, ონლაინ სწავლება იყოს ხელმისაწვდომი. ამის შესახებ პარლამენტის 2024 წლის საგაზაფხულო სესიისთვის გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიან გეგმაშია აღნიშნული.

როგორც მთავრობის გეგმაშია ნათქვამი, ცვლილების შეტანა იგეგმება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში. საკანონმდებლო ცვლილებით მათ შორის:

  • განისაზღვრება დისტანციური ფორმით პროფესიული პროგრამების განხორციელების შესაძლებლობა;
  • დაკორექტირდება ელექტრონული სწავლების ცნება და ჩამოყალიბდება ახლებურად;
  • ბაკალავრიატში, მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში ნაწილობრივ იქნება დაშვებული ელექტრონული სწავლება;
  • შესაძლებელი იქნება, მაგისტრატურაზე სწავლა განხორციელდეს სრულად ელექტრონულად, იმ შემთხვევაში, თუ პროგრამა ხელახლა გაივლის აკრედიტაციას;
     
    განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი დაადგენს სწავლის სფეროების ჩამონათვალს, სადაც შესაძლებელი იქნება ელექტრონული სწავლების კომპონენტის ნაწილობრივ ან სრულად გამოყენება.

წყარო: bpn.ge

ასევე დაგაინტერესებთ:

ბელგოროდში, სავაჭრო ცენტრში აფეთქება იყო - დაღუპულია დაახლოებით რამდენიმე ადამიანი

როგორ გაიცნეს ერთმანეთი თედო ბექაურმა და ანი ხუციშვილმა

„ეს დღესასწაული არის შეხვედრების დღესასწაული... მაცხოვარი სწორედ ამისთვის მოვიდა დედამიწაზე, რომ ყოველ ჩვენგანს შეხვდეს...“ - მეუფე შიო