დეპორტი

საქართველოს მოქალაქეს საფრანგეთიდან დეპორტი ემუქრება - მის მხარდასაჭერად ადგილობრივები შეიკრიბნენ

საქართველოს მოქალაქეს საფრანგეთიდან დეპორტი ემუქრება. მის მხარდასაჭერად ადგილობრივები შეიკრიბნენ. თავთუკ ნამაზოვი 2019 წლის მარტიდან საფრანგეთში ცხოვრობს. იგი 2022 წლის 22 ნოემბერს პოლიციის განყოფილებაში დაიბარეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. 

თავთუკ ნამაზოვი 2022 წლის 21 სექტემბერს სადგურის წინ, გზისპირა შემოწმებაზე გააჩერს. მას ჰქონდა მოწმობა და მანქანის საბუთები. თუმცა, არ შეეძლო წარმოედგინა დოკუმენტი, რომელიც უფლებას აძლევს მას იცხოვროს ეროვნულ ტერიტორიაზე.

იგი ჯერ გადაიყვანეს ჩერბურგში, შემდეგ კი  ორლიში, სადაც მან თერთმეტი სხვა მიგრანტი იპოვა. საბოლოოდ მას ნება დართეს დაბრუნებულიყო Coutances-ში. ამჟამად იგი შინაპატიმრობაში იმყოფება. მას პოლიცია დღეში სამჯერ ამოწმებს. 

„მე მეშინია საკუთარი თავის და ჩემი შვილების გამო, ეს არაადამიანურია”,- ამბობს თავთუკის მეუღლე, რომელიც მომხდარის გამო შოკშია.

როგორც გამოცემა წერს, გასულ კვირას შინაგან საქმეთა მინისტრმა ხელი მოაწერა ცირკულარს, რომელიც პოლიციას ტონის გამკაცრებისკენ მოუწოდებს. იგი ითვალისწინებს ტერიტორიის დატოვების ვალდებულების შესრულების მეტ სიმკაცრეს და მოითხოვს დაინტერესებული პირების რეგისტრაციას ძებნილ პირთა საქმეში.

„აშკარაა, რომ ეს წარმოადგენს დამატებით დონეს იმ სურვილის, რომ რაც შეიძლება მეტი მიგრანტი დაბრუნდეს მათ ქვეყანაში“, მიიჩნევს ჟან-კლოდ გრუდი.

„ეს ნადირობაა“,- ირწმუნება ალენ ტამბური, ადამიანის უფლებათა ლიგის წარმომადგენელი.

მთავარი სიახლეები