საპატრიარქოში მღვდელმთავრების შეხვედრა დასრულდა

sapatriarqo

საპატრიარქოში მღვდელმთავრების შეხვედრა დასრულდა. სასულიერო პირების განცხადებით, განხილვის თემა იყო ხელისუფლების შეთავაზება - როგორ შეიძლება ქართული ეკლესიის როლი კიდევ უფრო გამყარდეს საქართველოს კონსტიტუციით. თითქმის 4 საათიან კონსულტაციას მაღალი იერარქიის სასულიერო პირებთან ერთად, საპატრიარქოს იურისტები და კონსტიტუციონალისტები ესწრებოდნენ.