1761851455
„...სანამ ყავას მივირთმევთ უმჯობესია მივიღოთ წყალი, საჭმლის თუნდაც მცირე ულუფასთან ერთად" - ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანი
ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანი გადაცემა „პოსტ ალიონის“ სტუმარია, რომლ ყავის შესახებ საინტერესო რჩევებს გვიზიარებს:
„ზოგიერთ ადამიანს აქვს ყავის დალევის მოთხოვნილება. ეს საკითხი ინდივიდუალურია და აზრი ორ ნაწილად იყოფა. რატომ გვაქვს ყავის მირთმევის სურვილი ძალიან ბე დამოკიდებული. ასევე ძალიან ბევრ რამეზეა დამოკიდებული, ყავა სასარგებლოა თუ არა ადამიანისთვის, ეს არის სქესი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასაკი და ა.შ. ვფიქრობ სანამ ყავას მივირთმევთ უმჯობესია მივიღოთ წყალი, საჭმლის თუნდაც მცირე ულუფასთან ერთად.
მე პირადად დღეში სამ ფინჯან ყავას მივირთმევ და ეს არის ჩემი მაქსიმუმი. ყავაში შემავალ ნივთიერებებს შეუძლია სტრესთან ბრძოლა, გარდა კოფეინისა, შიგნით არის ბევრი ანტი ოქსიდანტი. შესაბამისად, ის ზომიერების ფარგლებში ალცჰაიმერის და შაქრის განვითარების რისკს ამცირებს. ის ასევე ამცირებს ინფარქტის განვითარების შესაძლებლობას. ამასთან, არ არის სასურველი ყავის ნალექის მირთმევა. დღეში დაახლოებით 400 გრამი კოფეინის მირთმევაა მიზანშეწონილი", - ამბობს ქეთი ასათიანი.











