კახეთში 13 წლის შვილზე სექსუალური ძალადობისთვის მამა დააკავეს
1747753068
ჯგუფში „ვეძებ“ მორიგი ისტორია ვრცელდება, სადაც პოსტის ავტორი წლების წინ მომხდარს იხსენებს და ეჭვს გამოთქვამს, რომ მისი მკვდრად გამოცხადებული შვილი შესაძლოა, ცოცხალი იყოს.
ქალმა მეოთხე სამშობიაროში იმშობიარა.
„აქ იმდენი იწერება 1988-წლიან ბავშვებზე, არ ვიცი, ვგიჟდები... მეც ვიმშობიარე 1988 წელს 6 აგვისტოს, არაფერი მახსოვს ჩემი მშობიარობის, ალბათ დამაძინეს, გავაჩინე ბიჭი. 3 დღე კარგად იყო, მე-4 დღეს მითხრეს, ცუდად არისო, შენმა რძე მოწამლაო... რძე გასინჯული იყო და ბავშვი თვითონ მოიყვანეს, აჭამეო... რეზუს უარყოფითი მაქვს, როგორც უმრავლესობას, ისე. მე-5 დღეს დაიღუპა, ბავშვი ვნახე მე-4 დღეს, საღამოს მაგრამ ავადმყოფობის არაფერი ეტყობოდა
სექტემბერში იუსტიციიდან მოვითხოვე საბუთები და აღმოჩნდა, რომ ერთად მყავდა 2 ბიჭი, მეორე საერთოდ არ ვიცი, რომელსაც ვეძებდი არ არსებობს დაღუპვის შესახებ არაფერი. ჩვეულებრივად წერია ცოცხლად, მეორეს კი სახელიც აქვს და გვარიც, ამ მეორეს პირდაპირ უწერია დედა გაგნიაშვილი, ეს არც ერთ ჩემს შვილს არ უწერია. ახლა არ ვიცი ერთს ვეძებ თუ ორს...“ - წერს ქალი.