საჯარო სკოლების დაფინანსების ვაუჩერული კომპონენტი შენარჩუნდება, თუმცა ვიფიქრებთ, სხვადასხვა მოდელზე, რომლებიც სკოლებისთვის აუცილებელი საჭიროებების აღმოფხვრას შეუწყობს ხელს - მიქანაძე

მიქანაძე

ზოგადი განათლების რეფორმა არსებითად შეცვლის სწავლა-სწავლების პროცესს, მას უფრო ეფექტიანსა და შედეგზე ორიენტირებულს გახდის, – ამის შესახებ განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ ზოგადი განათლების რეფორმის პრეზენტაციისას განაცხადა.

მისივე თქმით, ზოგადი განათლების რეფორმა არსებითად შეცვლის სწავლა-სწავლების პროცესს.

„საჯარო სკოლების დაფინანსების ვაუჩერული კომპონენტი შენარჩუნებული იქნება. თუმცა, ჩვენ ვიფიქრებთ, სხვადასხვა მოდელის განვითარებაზე, რომლებიც სკოლებისთვის აუცილებელი საჭიროებების აღმოფხვრას შეუწყობს ხელს, რათა მათ თავიანთი ფუნქცია სრულფასოვნად შეასრულონ. ზოგადი განათლების რეფორმა არსებითად შეცვლის სწავლა-სწავლების პროცესს, მას უფრო ეფექტიანსა და შედეგზე ორიენტირებულს გახდის. ეს შედეგია ჩვენი ქვეყნის წინსვლა, ჩვენი საზოგადოების მომავალი, მისი გაძლიერება და განვითარება, ეროვნული სულისკვეთებით ჩვენი შვილების აღზრდა.

ზოგადი განათლების რეფორმის დოკუმენტი აიტვირთება განათლების სამინისტროს გვერდზე, ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის. ჩვენ გადავდივართ მიზნობრივ და დაინტერესებულ ჯგუფებთან განხილვის ფორმატში. მას შემდეგ, რაც ყველა პოზიცია შეჯერებული იქნება, მთავრობას წარვუდგენთ დოკუმენტს დასამტკიცებლად“, – განაცხადა მიქანაძემ.