დღეიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებში გარკვეული ცვლილებებია - დეტალურად
1762580006
საგარეჯოში, 20 იანვარს მოკლული ახალგაზრდების ხსოვნას საფრენბურთო ტურნირი მიეძღვნება. გარდამავალი თასის გათამაშება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით გაიმართება.
ტურნირში საგარეჯოში მოქმედი სხვადასხვა ორგანიზაცია მიიღებს მონაწილეობას. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, რომ გამარჯვებულები ფულადი თანხებით დაჯილდოვდებიან.
„ტურნირი ტარდება 20 იანვარს ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდების ხსოვნის პატივსაცემად და ეს მითითებული იქნება სიგელებში, რომლებსაც წარმატებული გუნდები მიიღებენ. ღონისძიებას საერთო ხელმძღვანელობას მერია ახორციელებს და გამარჯვებულ გუნდებს ფულად თანხასაც მერია გადასცემს, პირველ ადგილზე, 1 000, მეორეზე, 700, ხოლო მესამე საპრიზო ადგილზე გასულს, 500 ლარით დააჯილდოებს“. - განაცხადეს მერიაში.
საფრენბურთო ტურნირი 15 თებერვალს გაიხსნება.
შეგახსენებთ, 20 იანვრის ღამეს, საგარეჯოში, ყოფილმა სამხედრომ, ჯერ კიდევ დაუდგენელი მოტივით, საკუთარი საცხოვრებელი სახლის აივნიდან, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით, მოკლა ხუთი და დაჭრა ხუთი ადამიანი. გარდაცვლილებს შორისაა, პოლიციის თანამშრომელი, რომელიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა.