„იძულებული ვარ, მივმართო საზოგადოებას...“ - მორაგბე ლაშა ლომიძე მიმართვას ავრცელებს
1763238321
სკოლებისა და საბავშვო ბაღების შენობებზე სახელმწიფო დროშის მუდმივად აღმართვა და სახელმწიფო გერბის სრული სახით განთავსება სავალდებულო იქნება.
აღნიშნული დაწესებულებებისათვის ასევე სავალდებულო ხდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ტექსტის თვალსაჩინო ადგილას განთავსება.
„საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი, რომელიც "ქართული ოცნების" დეპუტატმა კახა კახიშვილმა მოამზადა, პარლამენტმა პირველი მოსმენით, 94 ხმით მიიღო. კანონპროექტს მხარი დაუჭირა "ნაციონალურმა მოძრაობამაც".
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის დეპუტატ კახა კახიშვილის თქმით, აღნიშნული კანონპროექტით, ბავშვები ეროვნული სიმბოლოების მნიშვნელობასა და პატივისცემას ბაგა-ბაღის ასაკიდან ისწავლიან.