1-ელი იანვრიდან ახალი კანონი შედის ძალაში! - მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოქალაქეებისთვის
1765052183
„ვივა-მედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა კვების რაციონი შედარებით გააფართოვა.
„პაციენტს საღამოს აღენიშნებოდა 37.2 ტემპერატურა, დღეს დილით აღენიშნება 37.3. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის, რომ მან კვების რაციონი შედარებით გააფართოვა. რაც ფაქტია, არის ის, რომ უფრო გაფართოვდა რაციონი და იმედია, ეს ასე გაგრძელდება, გარე ძალები არ ჩაერევიან და გვადროვებენ პაციენტთან მუშაობას“, - განაცხადა ჩხაიძემ.
გარდა ამისა, ჩხაიძის განცხადებით, „ვივამედის“ გენერალურმა დირექტორმა, ნინო ნადირაძემ ქვეყანას დაანახა, რომ ექსპრეზიდენტის ადვოკატები არაკომპეტენტურები არიან.
"გუშინდელ სასამართლო პროცესთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ ქალბატონმა ნინო ნადირაძემ მთელ ქვეყანას დაანახა, თუ რამდენად არაკომპეტენტურები არიან ამ საქმის ძირითადი მოქმედი პირები, ვგულისხმობ ადვოკატებს. მე არ ვიცი მათი კომპეტენტურობა როგორც ადვოკატების სხვა მიმართულებით, მაგრამ როდესაც სამედიცინო ქეისს ეხება თემა გუშინ ყველას დაანახვეს თავიანთი უვიცობა, რომ აბსოლუტურად გაუცნობიერებელი არიან იმ დარგში, რაზედაც ახლა მუშაობენ“, - აღნიშნა ჩხაიძემ.