VIDEO: „უცებ დავინახე, რა ხდება?!“ - რა მოხდა „ჰაუსის“ დასრულების შემდეგ
1770408031
რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინა იწვის.
თვითმხილველების ცნობით, მაშინ როცა საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე ხანძარი გაჩნდა, მეორე სართულზე რამდენიმე პირი იმყოფებოდა, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა მათი უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა მალევე შეძლეს.
მათივე ცნობით, ადგილზე მობილიზებულია მეხანძრე - მაშველების სამი ეკიპაჟი.
ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია და მისი გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს. ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები.
ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.