რუსთავში საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

ლიკვიდირებულია

რუსთავში, რჩეულიშვილის ქუჩა #6ა-ში, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ინფორმაცია „პრაიმტაიმს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.

უწყების ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ცნობისთვის, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი ცოტა ხნის წინ გაჩნდა. არსებობდა ცეცხლის გავრცელების საშიშრობეა, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის ლოკალიზება და ლიკვიდაცია მალევე შეძლეს.

თვითმხილველების თქმით,  მაშინ როცა საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე ცეცხლი გაჩნდა, მეორე სართულზე რამდენიმე პირი იმყოფებოდა, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა ისინი უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს.

ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.