1791316484
რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გადაკეტილია
საპროტესტო აქციის გამო, რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გადაიკეტა.
საკანონმდებლო ორგანოსთან, ამ წუთებში აქციაზე სიტყვით გამოსვლები მიმდინარეობს.
აქციაზე იმყოფებიან პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები, მესამე სექტორის წარმომადგენლები. აქციას მსვლელობით შეუერთდნენ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები.
აქციის მონაწილეთა მოთხოვნა წინა ორი დღის განმავლობაში, აქციაზე დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებაა.
საკანონმდებლო ორგანოსთან ხალხმრავალი საპროტესტო აქცია სამი დღის წინ დაიწყო.
მოქალაქეები "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებულ ე.წ. უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტებს ეწინააღმდეგებიან, რომელიც მმართველმა პარტიამ დღეს უკან გაიწვია.
ცნობისთვის, შსს-ს ცნობით, 7-8 მარტს რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციების დროს პოლიციამ ჯამში, 133 პირი დააკავა.












