1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
მომღერალი ნინი შერმანდინი ზურა ბერიკაშვილზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
„დიდი ხანია ესე ძალიან არაფერი მწყენია… მშვიდობით ზურა, 18წლის ვიყავი, 2006 წელს იუმორინას 22 კონცერტზე ვმღეროდი, მქონდა ბედნიერება შევხვედროდი ბატონ გივის, კახის, ზურას, გოგა პიპინაშვილს, მზია კვირიკაშვილს, ვახო ტატიშვილს, თემურ წიკლაურს… სცენაზე ვიდექი ბუმბერაზი ვარსკვლავების გვერდით.
ბატონი ჯემალი და გია ბაღაშვილების დღემდე უდიდესი მადლობელი ვარ, რომ გამოვცადე მეც ეს უდიდესი სიამოვნება… არ დამავიწყდება კულისებში როცა ვნერვიულობდი, ზურა მოვიდოდა, რაღაც სასაცილოს მომიყვებოდა, უცებ გამაცინებდა და მაშინვე ქრებოდა ღელვა… მადლობა ზურა… შეხვედრამდე“, - წერს ნინი შერმანდინი.