1781384192
„რონიკო“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
მაღაზია „რონიკო“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
„რონიკო დღეს ემშვიდობება და უკანასკნელ გზაზე აცილებს თავისი ოჯახის უმნიშვნელოვანეს წევრს - კომპანიის თანადამფუძნებელსა და ვიცე-პრეზიდენტს, ბატონ ვალერი ჯავახიას, რომელმაც კომპანიის დაარსების დღიდან - დღემდე, მთელი 27 წლის მანძილზე, ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა რონიკოს განვითარებასა და წარმატებაში.
ჩვენი გუნდისთვის ბატონი ვალერი არ იყო მხოლოდ სტანდარტული ხელმძღვანელის იმიჯის მიღმა მდგარი ადამიანი. იგი იყო უფროსი მეგობარი, ძლიერი საყრდენი, კოლეგების პოზიციებისა და ინტერესების მუდმივი დამცველი და პრინციპული ლიდერი. ეს არ არის მხოლოდ სიტყვები. ჩვენ, რონიკოს დიდ ოჯახს გვეამაყება, რომ საშუალება გვქონდა, გვერდით გვყოლოდა ადამიანი, რომელიც მუდმივად ზრუნავდა ჩვენს როგორც პიროვნულ, ასევე, პროფესიულ ზრდასა და განვითარებაზე.
ეს არის დიდი ტრაგედია როგორც ოჯახისა და მეგობრების, ასევე, სრულიად კომპანიისათვის. ჩვენ ამ წერილით ძალებს ვიკრებთ, ვემშვიდობებით და უკანასკნელ გზაზე ერთად ვაცილებთ ბატონ ვალერი ჯავახიას.
მშვიდობით, ბატონო ვალერი! თქვენ ჩვენს გულებში მუდმივად იცოცხლებთ და დარჩებით როგორც სამართლიანი და მზრუნველი ლიდერი“,- წერს „რონიკო“ facebook გვერდზე.











