ვინ არის თურქი ექიმი, ვინც ქართველ გოგონას ყბა-სახის ოპერაცია გაუკეთა
1742541837
თვრამეტ რიცხვამდე ყველაზე აქტიურები იქნებიან ჰაერისა და ცეცხლის სტიქიის ნიშნები და მათ ექნებათ ყველაზე მეტი შანსი წარმატების, 18 რიცხვის შემდეგ წყლისა და მიწის სტიქიის ნიშნებისთვის, - ასეთია მიხეილ ცაგარელის პროგნოზი.
ნახეთ, ასტროლოგის რჩევები ზოდიაქოს ნიშნებისთვის.
ვერძი
საკმაოდ კარგი პერიოდია 18 თებერვლამდე, ყველაფერი გამოსდით, პოპულარობა, ქარიზმა არნახულად მაღალ დონეზეა. შეიძლება მიიღონ საინტერესო ინფორმაცია, აქტიური კონტაქტები დაამყარონ, შეიძლება ჩაერთონ სოციალურ სფეროში აქტიურად და გაზარდონ პოპულარობა. ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ძალიან კარგი პერიოდია.
კურო
კუროს ენერგოტონუსი აქვს ცოტა დაბალი, ამიტომ ცოტა მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს ორგანიზმს, დასვენებას, დახარჯული ენერგიის აღდგენას, თუ გადავიღალეთ მაშინ ნევროზულობა მოიმატებს, თუ ამას გაითვალისწინებს კურო, მაშინ სხვა მხრივ პერიოდი იქნება ძალიან კარგი. ეს არის პერიოდი, რომელიც ხელს უწყობს საინტერესო ახალ წინადადებებს, შესაძლოა პერსპექტივები იყოს, შემოქმედებითი უნარის გამოვლენა, ურთიერთობა ხელმძღვანელ პირებთან, იზრდება წინსვლის, ახალი თანამდებობის დაკავების, ბიზნესს საქმიანობაში ჩართვის შესაძლებლობა მოიმატებს. იზიდავ პარტნიორებს ამიტომ წარმატების შესაძლებლობა არის.
ტყუპები
ძალიან ქარიზმატულია, ძალიან კარგი გენერატორია ბრწყინვალე იდეების, ერთი მეორეზე კარგი იდეები მოსდის, ეს არის ძალიან კარგი პერიოდი პარტნიორული თანამშრომლობისთვის, მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, რაც შეიძლება მეტი კონტაქტი გქონდეთ უცხოელებთან, შესაძლოა უცხოელი პარტნიორების მხრიდან წამოვიდეს საინტერესო შეთავაზება, შესაძლოა ერთობლივ ბიზნესს საქმიანობაში ჩაერთოს ეს ნიშანი. მაგრამ რადგან ყველაფერი გამოსდის, მაინც იქნება ისეთი მომენტები, სადაც სულსწრაფობამ შეიძლება შეუშალოს ხელი.
კირჩხიბი
ცოტა მეტი ყურადღება გმართებთ 18 რიცხვამდე რადგან ენერგოტონუსი ცოტა მცირდება, არ გადაიღალოთ არ გადაიტვირთოთ. ეს არის კარმული ვალების პერიოდი, რამაც შეიძლება შექმნას ცოტა მეტი დაძაბულობა ფინანსური კუთხით, ან მოულოდნელი ხარჯის წინაშე აღმოჩნდეთ. შეიძლება ეს იყოს პერიოდი რომლის მსვლელობისას გარკვეულმა დაძაბულობამ იჩინოს თავი პარტნიორებთან, კოლეგებთან მიმართებით. ფარული მტრები, ჭორაობა ძლიერდებიან თქვენ გარშემო, ამიტომ ეს პერიოდი მაინც მოგცემთ იმის საშუალებას რომ გადაწყვიტოთ ზოგიერთი პრობლემა და ძველი საკითხებიც მოაგვაროთ, მაგრამ გარკვეული ბარიერების, სირთულეების გავლით მოხდეს ეს. 18 რიცხვის შემდგომ რა საკვირველია წარმატების ფაქტორი მოიმატებს, იმიტომ რომ ენერგოტონუსი გაიზრდება რაც უფრო მეტად ხელს შეუწყობს წინსვლას, ამიტომ კირჩხიბისთვის ამ თვის მეორე ნახევარი გაცილებით უფრო წარმატებული იქნება.
ლომი
ლომთა უმრავლესობას 18 რიცხვამდე პერიოდი უკეთესია, ვიდრე 18 რიცხვის შემდეგ, ამიტომ აქტიური ძალისხმევა მართებს, ენერგოტონუსი მაღალია, ჯანმრთელობა მდგრადი, ფსიქო - ემოციურ სტაბილურობა წინა პლანზეა, ამიტომ შანსები წარმატებისა ყველა დონეზე აქვს ამ ნიშანს, მათ შორის ფინანსური კუთხით, ფინანსური განვითარების კუთხით, პროექტების ჩამოყალიბებისა და განვითარების კუთხით, მაგრამ პარტნიორთა მხრიდან გინდ საქმიანი, გინდ სასიყვარულო პარტნიორის მხრიდან მეტი იქნება ზეწოლა მათზე და მოთხოვნა მათ შორის დაპირებების შესრულებისა და ვალდებულებისა, ამან შეიძლება შეაწუხოს ეს ნიშანი.
ქალწული
ენერგო ტონუსი დაბალია, მიუხედავად იმისა, რომ საქმიანი შესაძლებლობების ტენდენცია საკმაოდ მაღალი აქვს, უნდა დაისვენოს, მეტად მისცეს საშუალება დახარჯული ენერგიის აღდგენისა, კარგად უნდა გამოიძინოს ამ ნიშანმა მაშინ საქმიანი კუთხით პერიოდი იქნება ძალიან კარგი, ეს ის პერიოდია, რომლის მსვლელობისას შესაძლებლობები, მათ შორის კოლეგებთან ურთიერთგაგების, ყოველდღიური საქმეების კარგად წარმართვისა, ზოგიერთ საინტერესო პროექტში ჩართვისა, აქედან გარკვეული მატერიალური დივიდენდების მიღებისა ექნება, მაგრამ გაითვალისწინეთ ქალწულმა, რომ 18 რიცხვის შემდგომ პერიოდი კიდევ უფრო უკეთესი იწყება ყოველმხრივ და უფრო მეტად პერსპექტიული.
სასწორი
სასწორი ძალიან ქარიზმატულია, ძალიან მიმზიდველია, ძალიან დიპლომატიურია, ძალიან ეთიკურია, ენერგოტონუსი მაღალია, დაუღლელი, მოძრავია, დინამიკურია, ამიტომ შესაძლებლობები წარმატებისა და შემოქმედებითი ნიჭისა და უნარის გამოვლენის ფართო არეალი და სპექტრი გააჩნია მას, 18 რიცხვამდე უკეთესია ვიდრე იმის მერე, მაგრამ იმის მერეც არ უჩივის, მაგრამ ერთი მნიშვნელოვანი დეტალია ორ ფრონტად უნდა გაიყოს ეს ნიშანი, ერთი იქნება ძალიან საინტერესო წინადადებები, პარტნიორული თანამშრომლობის შესაძლებლობა, იდეების რეალიზაციის შესაძლებლობა, მეორეს მხრივ, სათანადო დროს ყურადღებას მოითხოვენ აქ შვილები, ბავშვები და ასევე სასიყვარულო პარტნიორები ამიტომ სასწორმა უნდა მოახერხოს ორივე ფრონტზე გადატანა თავისი ყურადღებისა და ენერგიისა, რათა ცალ მხარეს გადახრის შემთხვევაში მეორემ არ დაძაბოს.
მორიელი
მორიელის ენერგოტონუსი დაბალია, ამიტომ ეს ნიშანი უნდა ცდილობდეს, რომ დახარჯული ენერგიის აღდგენის საშუალება მისცეს საკუთარ თავს მაგრამ აქაც ორ ფრონტზე მოუწევს მასაც აქტიური მოქმედება, ერთის მხრივ ძალიან კარგი საქმიანი ურთიერთობების ჩამოყალიბების ერთობლივი პარტნიორული თანამშრომლობის შესაძლებლობა, საინტერესო იდეების რეალიზაციის, მაგრამ მეორეს მხრივ შვილები ითხოვენ განსაკუთრებულ ყურადღებას და ნათესავების პრობლემები მეტ დროს და ყურადღებას მოითხოვენ მათგან. 18 რიცხვის შემდგომ წარმატების პერიოდი მოიმატებს.
მშვილდოსანი
მშვილდოსნის ცხოვრებაში ძალიან კარგი პერიოდია, წარმატების ფაქტორები მაღალია, იღბლიანობა მაღალია, შესაძლებლობა ურთიერთგაგებისა ასევეა ძალიან მაღალია. შესაძლოა მის ცხოვრებაში აღმოჩნდეს რამდენიმე საინტერესო მოვლენა, შესაძლოა საკადრო ცვლილებებმა იჩინონ თავი სამსახურში, რის შედეგად მას მოუხდება ახლებურად ურთიერთობა თანამშრომლებთან, ჯერ მათი გაცნობა, ნდობის ფაქტორი ჯერ დაბალია, შესაძლოა აღმოჩნდნენ ახალ პროექტებში ჩართულნი, მათში გარკვევის დრო ითხოვს თავისას, უფრო მეტად ფრთხილი ხდება. ცვლილებები საბოლოო ჯამში სასიკეთოდ დამთავრდება.
თხის რქა
თხის რქა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია ამ პერიოდში. პარტნიორული ურთიერთობა, ფინანსური გაუმჯობესება, საქმიანი წარმატება, კარიერული წინსვლა, ყველა სახის წარმატების შანსები ერთიორად მაღალია, მაგრამ ენერგოტონუსი ცოტა დაბალია, ამიტომ ნუ გადაიღლებით. ზოგიერთი თქვენგანი შესაძლოა აღმოჩნდეს ახალი სასიყვარულო ინტიმური კონტაქტების წინაშე, რამაც შეიძლება დაანგრიო ძველი ურთიერთობები, ან შეიძლება თქვენს ოჯახში შემოიტანოს დისონანსი.
მერწყული
მერწყული ერთ-ერთი ფავორიტია, ენერგეტიკულად ძლიერია ეს ნიშანი, დაუღალავი, აქტიურია, ენერგიულია, დინამიკურია შესაძლებლობები იდეების რეალიზებისა ექნება. თუ ძველი პრობლემები ვალდებულებები იყო ყოველივე ამის გაისტუმრებს და გაცილებით და გაცილებით უკეთესად იგრძნობს თავს . მერწყულებმა უფლება არ გაქვთ სიზარმაცისა და არაფრის კეთებისა, ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი, განსაკუთრებით 18 რიცხვამდე.
თევზები
ე.წ დაბადების წინა ზონაა. იქნებ ცოტა მეტი ყურადღება გამოავლინოთ საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ, ეს არის მაქსიმალური, იმიტომ, რომ ადვილად შეიძლება დაიღალოთ. ფარულმა მტრებმა, ჭორებმა შესაძლოა შიგადაშიგ იჩინოს თავი, ამიტომ აკონტროლეთ რა ხდება თქვენს ზურგს უკან და ცოტა გაასაიდუმლოვეთ თქვენი მოქმედება და იდეების რეალიზაციის შესაძლებლობა. საქმიანი კუთხით ძალიან დიდი წარმატების შანსი გაქვთ. 18 რიცხვიდან თქვენ გახდებით მთავარი ფავორიტი 12 ზოდიაქოს ნიშნისა.