როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

amindi

14 მარტს ქუთაისში +21 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +16 გრადუსი იქნება. უნალექი დღე იქნება ოზურგეთშიც, სადაც დღისით +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +16 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში იწვიმებს. დღისით +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით ტემპერატურა +20 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +8 გრადუსია ნავარაუდევი. +17 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში წვიმაა ნავარაუდები. დღისით +10 გრადუსია, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერი დღისით +17 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

უნალექო დღეა მოსალოდნელი ჭიათურაში, დღისით +19 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +11 გრადუსი. ახალციხეში დღისით ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +4 გრადუსამდე დაიწევს.

უნალექო დღე იქნება ბორჯომში, დღისით +21 ღამის ღამით კი + 5გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით 0 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში უნალექო ამინდი და +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში, დღისით ჰაერს ტემპერატურა +19 გრადუსი იქნება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +8 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +1 გრადუსი იქნება. იწვიმებს ომალოშიც, სადაც დღისით +9, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში უნალექო დღე იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +20 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც უნალექო დღე იქნება. დღისით +17 გრადუსი, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +18 გრადუსი მოსალოდნელი, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში +19 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში მზიანი დღე იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +10 გრადუსია მოსალოდნელი.

✕