როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

წვიმა ამინდი

 2 დეკემბერს ქუთაისში დღისით +13 და ღამით +9 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები ნალექს ვარაუდობენ.

ოზურგეთშიც წვიმიანი ამინდია. დღისით +14 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7. ბათუმშიც ნალექიანი დღე იქნება. დღისით ჰაერი +14 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში იწვიმებს. დღისით +15 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმაა ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +13, ღამით კი +8 გრადუსია ნავარაუდევი.

ნალექიანი დღეა სოხუმშიც. +13 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +6 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაშიც წვიმას ვარაუდობენ, დღისით +4 გრადუსი იქნება, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც იწვიმებს. ჰაერი +9 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.

წვიმიანი ამინდია ჭიათურაში, დღისით +9 გრადუსი, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.

ახალციხეში იწვიმებს. დღისით ჰაერი +8 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა 0 გრადუსი იქნება.

ბორჯომშიც წვიმა იქნება. +6 იქნება დღისით, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +4 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -2 გრადუსი დაფიქსირდება.

გორშიც იწვიმებს, დღისით +11 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა იქნება ცხინვალშიც, ჰაერის ტემპერატურა +10 გრადუსი იქნება, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურშიც წვიმა იქნება, დღის განმავლობაში +4 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -3 გრადუსი იქნება.

ომალოში წვიმიან ამინდს ელოდებიან, დღისით +5 ღამით კი +-3 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში ნალექიან ამინდს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +13 გრადუსი იქნება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე იქნება თელავშიც, +13 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5 გრადუსია ნავარაუდევი.

წვიმიან ამინდს ვარაუდობენ გურჯაანში. დღისით +15 გრადუსი, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.

სიღნაღში უნალექო დღეა მოსალოდნელი, დღისით +13 გრადუსი იქნება, ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში წვიმს. დღისით +14 გრადუსი, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისშიც წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +5 გრადუსი იქნება