როგორი ამინდი იქნება უქმეებზე საქართველოში

ამინდი

საქართველოში უქმეებზე არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ მეტეოროლოგმა, დოდო გვაზავამ განუცხადა.

მისი თქმით, ხვალ დღის მეორე ნახევარში უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა ელჭექის სახით. აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია სეტყვა.

„მაქსიმალური ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში კვლავ დაიკლებ 23-25°-მდე. აღმოსავლეთ საქართველოში ნარჩუნდება მაღალი ტემპერატურა 17-32° “, - განაცხადა დოდო გვაზავამ.