გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებს
1732361130
მსახიობი თედო ბექაური, მეუღლესთან ანი ხუციშვილთან გადაცემა ,,პრაიმშოუს” სტუმარია.
წყვილი გადაცემაში თავიანთი სიყვარულისა და გაცნობის ისტორიას იხსენებს. როგორც თედო აღნიშნავს, ერთმანეთი საერთო სამეგობრო წრეში გაიცნეს.
,,2 წლის და 9 თვის შვილი გვყავს. ერთმანეთი საერთო სამეგობრო წრეში გავიცანით. მეგობარს ვეხმარებოდი სადიპლომოს იღებდა და მაშინ დამირეკეს, რომ ავსულიყავი. ყველაზე ლამაზი გოგო ვინც იყო, ახლა ზის ჩემს გვერდზე”, – ამბობს თედო ბექაური.
ანის თქმით, თედოში ადამიანობამ და იუმორის გრძნობამ მოხიბლა.
,,ადამიანობიდან გამომდინარე მეც გამიჩნდა სიმპათიები და მასაც.. კარგი იუმორის გრძნობა აქვს. სიურპრიზები უყვარს. სიყვარულში ერთმანეთს ერთდროულად გამოვუტყდით”, – საუბრობს ანი ხუციშვილი.
ნახეთ, ვიდეო: