ბაღი

როდიდან დაიწყება ზამთრის არდადეგები საბავშვო ბაღებში

საბავშვო ბაღებში ზამთრის არდადეგები 30 დეკემბრიდან დაიწყება და 15 იანვრის ჩათვლით  გაგრძელდება - ამის შესახებ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განგვიცხადეს.

მათივე ინფორმაციით, საჯარო ბაღებში სეზონური ვირუსების გავრცელების მაჩვენებელი მაღალი არ არის და ამ პერიოდისათვის სტანდარტულად დამახასიათებელ მაჩვენებელს არ გასცდენია, შესაბამისად, არც ბაღების და არც ჯგუფების დახურვის აუცილებლობა არ დამდგარა.

მთავარი სიახლეები