რატომ შეხვდნენ პუტინი და მაკრონი ერთმანეთს გრძელ მაგიდასთან

მაკრონი

ვლადიმირ პუტინი და ემანუელ მაკრონი 7 თებერვალს მოსკოვში ერთმანეთს შეხვდნენ. რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტების შეხვედრისას მაგიდის სიგრძე, რომელსაც პრეზიდენტები შეხვედრისას მიუსხდნენ, მსოფლიო ყურადღების ცენტრში მოექცა.

რატომ ისხდნენ პრეზიდენტები 4 მეტრის სიგრძის მაგიდასთან და რა გახდა ამხელა დისტანციის მკაცრად დაცვის მიზეზი - ამის შესახებ Reuters-ი საფრანგეთის პრეზიდენტთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

როგორც აღმოჩნდა ამის მიზეზი გახდა ის, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა უარი თქვა რუსეთის მერ მოთხოვნილი კორონავირუსის ტესტი ჩატარებაზე.

ჩვენ კარგად ვიცოდით, რომ ამის გამო, ღარ იქნებოდა ხელის ჩამორთმევა და იქნებოდა ასეთი გრძელი მაგიდა. მაგრამ ჩვენ ვერ დავუშვებდით, რომ პრეზიდენტის დნმ მათ ხელში ჩავარდნილიყო - აცხადებს წყარო Reuters-თან.

მეორე წყაროს ცნობით, კრემლში განაცხადეს, რომ მკაცრად უნდა ყოფილიყო შენარჩუნებული პუტინის ე.წ ჯანმრთელობის ბაბლი. ასევე იგივე წყარო ამბობს, რომ მაკროინმა რუსეთში გაფრენამდე გაიარა ფრანგული PCR ტესტი, რუსეთში კი, მას პირადმა ექიმმა ანტიგენის ტესტი ჩაუტარა.

პუტინისა და მაკრონის მოლაპარაკებები მოსკოვში 7 თებერვალს გაიმართა და ხუთ საათზე მეტხანს გაგრძელდა.