სიძემ ქორწილში პატარძალი და სამი ადამიანი მოკლა - საბედისწერო ქორწილი ტაილანდში
1742455295
„დროა უკვე განვადიდოთ ჩვენი ყვავილები, რომ არ შერცხვეს ვინმეს მათი უპირობო თაყვანისცემა“, - ამის შესახებ ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში წერს და იმ სტიგმაზე საუბრობს რომელიც საზოგადოებაში ღრმადაა გამჯდარი.
„ასეთი ამბავია ახლა, კულტურის მინისტრის ფავორიტს უთქვამს, მწერალი ქალი, თანაც ქალი, ხაზს ვუსვამ, ქალი, ქალი, ქალი, წიგნის, რომელიც საკრალური13 ლარი ღირდა, ერთ გვერდზე სამჯერ ახსენებს ქალის სარცხვინელს, სარცხვინელს, სარცხვინელს... დავმალე წიგნი, ოჯახმა არ წაიკითხოს, მე კი სხვა რა გზა მაქვს, ვალდებული ვარ წავიკითხო, ეს რა შეიტყო ჩემმა საოხრემ, ეს რა იხილა ჩემმა თვალებმაო. ისე შევწუხდი, რომ წარმოვიდგინე, რა მძიმეა ვალდებულება ხანდახან, როგორ უნდა აჯობო საკუთარ თავს რომ გაუმკლავდე ამდენ უხერხულობას, დავეთანხმე რაღა თქმა უნდა. რატომ სარცხვინელი, ანდაც ნუთელა, როცა შეგიძლია დაწერო, მაგალითად, ფუჩვარდი, ან კიდევ რამე ვარდკაჭკაჭისებრთა, ან სულაც ჟასმინისებრთა. ნამდვილად დროა უკვე განვადიდოთ ჩვენი ყვავილები, რომ არ შერცხვეს ვინმეს მათი უპირობო თაყვანისცემა.ინსტრუქცია: ვხუმრობ.ინსტრუქცია 2: სიტყვა ფუჩვარდი საბას ლექსიკონში არ მოიძიება, განსხვავებით ნუთელასაგან. შევთხზე ჰომო-ესთეტიკუსთა სპეციალური კონტინგენტისთვის.ია-ვარდიანი დილა მშვიდობისა საქართველოვ“, - წერს ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში.