შემოვიდა „საგანგაშო შეტყობინება“ - სურსათის ეროვნული სააგენტო მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
1742589142
დიდუბის რაიონის გამგებლის ლადო ძნელაძის განცხადებით, დიღმის მასივის მეოთხე კვარტალში წინასწარი ინფორმაციით, მოხდა გაზის აფეთქება.
მისივე თქმით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
„წინასწარი ინფორმაციით, გაზის აფეთქებაა, ფანჯრები გადმოყრილია. საბედნიეროდ, მსხვერპლი არ არის. დაზარალდა რამდენიმე ოჯახი. წინასწარი ინფორამაციით, მათი საცხოვრებელი სერიოზულად არის დაზიანებული.
შევისწავლით ყველაფერს და თბილისის მუნიციპალიტეტი კომპეტენციის ფარგლებში შესაბამის დახმარებას აღმოუჩენს. აფეთქების დროს სახლში ერთი პირი იმყოფებოდა და მსუბუქად არის დაშავებული“, – განაცხადა გამგებელმა.