კარგი ამბავი მათთვის, ვისაც ბანკში სესხი აქვს
1741602679
ბევრმა შესაძლოა არც იცის, რომ საქართველოში რამდენიმე ვულკანური ადგილია, მათ შორის განსაკუთრებით საყურადღებო ყაზბეგის ვულკანი გახლავთ. ის არა მხოლოდ საქართელოში, არამედ მთელს კავკასიაში რიგით მეორე ყველაზე მაღალი ვულკანია იალბუზის შემდეგ.
სამეცნიერო ვებ-გვერდის VolcanoDiscovery.com-ის ცნობით, ყაზბეგის ვულკანზე ისტორიული ამოფრქვევები დადასტურებული არ არის, თუმცა რადიოკარბონით დათარიღებული ლავის ნაკადები და მისი კონუსი მხოლოდ 6000 წლისაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ვულკანი კვლავ აქტიურია.
ზოგიერთმა მეცნიერმა 2014 წელს დარიალის ხეობაში მასშტაბური მეწყერი სწორედ ყაზბეგის მძინარე ვულკანს დაუკავშირა, რომელიც თითქოს ეტაპობრივად აქტიურდება, თუმცა ამის სამეცნიერო დადასტურება არ მომხდარა.
მეცნიერების მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ვულკანური აქტივობა კავკასიაში უფრო და უფრო მცირდება, ამიტომ საქართველოს მოსახლეობას ამ მხრივ შეშფოთების საფუძველი არ აქვს. თუმცა, მიძინებულ ვულკანებს შეუძლიათ მცირე მიწისძვრების პროვოცირება. ეს კი, შესაძლოა, მეწყრული პროცესების ხელშემწყობი გახდეს.