რა უპირატესობები აქვს დომუსის საცხოვრებელ პროექტებს?

ბინები ჭავჭავაძეზე

თუ ბინის შეძენაზე ფიქრობ, ერთი მხრივ, ძალიან იღბლიანი ხარ, რადგან ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ამაღელვებელი გადაწყვეტილებაა. თუმცა, მეორე მხრივ პროცესი ნადმვილი თავის ტკივილია. ამ დროს ხომ თითოეული ადამიანის გონებაში უამრავი შეკითხვა და დიდი ქაოსი ტრიალებს. ჯერ ინტერნეტში ვეძებთ ჩვენთვის შესაფერის სახლს, შემდეგ მივდივართ მათ დასათვალიერებლად - ერთი მისამართი, მეორე, მესამე და ასე, დაუსრულებლად. დღის ბოლოს კი მთელი ენერგია და ბინის შეძენით გამოწვეული აღტაცება ქრება. მომდევნო დღეს იგივე გრძელდება იქამდე, სანამ არ ვიპოვით ბინას, სადაც თავს ისე ვიგრძნობთ, როგორც საკუთარ სახლში.

ძიების პროცესში ვითვალისწინებთ ისეთ მახასიათებლებს, როგორებიცაა:

· ლოკაცია

· ფასი

· ფართის სიდიდე

· გარემო

ამას გარდა, ვფიქრობთ, იქნებ თუ არა ბინა საკმარისად კომფორტული, ექნება თუ არა დიდი აივანი ან ნათელი ოთახები, კარგი ხედი და ა.შ.

ბოლო დროს ტენდენციური გახდა ბინების შეძენა მშენებარე კომპლექსებში, შესაბამისად, გაიზარდა სამშენებლო კომპანიების რიცხვი. თითოეულ მათგანს განსხვავებული შეთავაზებები და პირობები აქვს. ისინი ცდილობენ, დაარწმუნონ მომხმარებლები სხვადასხვა გზით. მათი მომხიბვლელი რეკლამები კი ადამიანების უარესად ურევს გზას და ართულებს გადაწყვეტილების მიღების პროცესს.

სამართლიანი იქნება, ვთქვათ, რომ თანამედროვე სამშენებლო კომპლექსებში ბინის შეძენას ნამდვილად აქვს უპირატესობები:

· საზოგადოებრივ დაწესებულებებთან სიახლოვე

· ხარისხიანი მასალებით აშენებული საცხოვრებელი პროექტები

· სივრცე მანქანის პარკინგისთვის

· დაცული და გამწვანებული ეზოები

· გამაჯანსაღებელი ცენტრები და სხვ.

ჩამოთვლილი და კიდევ ბევრი სხვა მიზეზის გამო, დღეს ყველა ცდილობს იყიდოს ბინა არქიტექტურული სტილითა და დიზაინით აშენებულ თანამედროვე კორპუსებში.

თუ თქვენც გსურთ ბინის შეძენა და თბილისის ცენტრში იდეალურ ვარიანტს ეძებთ, უნდა იცოდეთ, კომპანია დომუსის გამორჩეული საცხოვრებელი კომპლექსების შესახებ. 

ბინები ვაკეში:

· ბინები ჭავჭავაძეზე - ჭავჭავაძის 29 და 31 ნომრებში

· ფალიაშვილის 114

რა უპირატესობა აქვს დომუსის საცხოვრებელ კომპლექსში ბინის შეძენას?

· თანამედროვე არქიტექტურა;

· გამწვანებული და უსაფრთხო გარემო

· მაღალი ჭერი

· დახურული ვერანდები

· პრემიუმ კლასის ბინები და სხვ.

დომუსის ბინები ვაკეში არა ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებლით გამოირჩევა. მისი არქიტექტურული კონცეფციის შთაგონების წყარო ტერიტორიაზე არსებული საზოგადოებრივი სკვერია. ასევე, უყურადღებოდ არ დაგრჩებათ ხეების კომპოზიცია, ტექსტურა და პლასტიკა.

ბინები ჭავჭავაძეზე (#31) სამ, განსხვავებული სიმაღლისა და ტონალობის მქონე, შენონას აერთიანებს. ეს კომპოზიცია იდეალურად ერწყმის გარშემო არსებულ ლანდშაფტს. პროექტის თითოეული აივნის დიზაინში გამოყენებულია მწვანე ნარგავები და ორანჟერეები. ინტერიერში კი ჭარბობს ბუნებრივი ტექსტურები და ხის ვერტიკალური ელემენტები.

დომუსის ბინები ვაკეში - ეს არის საუკეთესო არჩევანი იმ ადამიანებისთვის, ვინც გამოცდილებასა და ხარისხს აფასებს. ასევე, თუ გინდათ, იცხოვროთ ქალაქის ყველაზე პრესტიჟულ უბანში, დაათვალიერეთ დომუსის ბინები ჭავჭავაძეზე  და შეარჩიეთ თქვენთვის იდეალური ვარიანტი.

დამატებითი ინფორმაციისთვის, ესტუმრეთ დომუსის ვებ-გვერდს: https://domusi.com  ან დაუკავშირდით კომპანიის წარმომადგენელს ნომერზე: 223 25 23