„იძულებული ვარ, მივმართო საზოგადოებას...“ - მორაგბე ლაშა ლომიძე მიმართვას ავრცელებს
1763238321
წინა აუქციონების შედეგად, ფასი, რომელიც გამოცხადებული იყო, სამწუხაროდ, ვერ მივიღეთ ჩვენ ინვესტორების დაინტერესება, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა „რიყის დოქებთან“ დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, აუქციონის საწყისი ფასი 10 მილიონი ლარი იქნება.
„მნიშვნელოვანი ობიექტი, რომელიც ბევრისთვის არის ცნობილი, ეს არის რიყის ტერიტორიაზე „დოქები“, ჩვენ სააუქციონო პირობებში შევიტანეთ ცვლილებები, შესაბამისად, მთავრობის განკარგულება დასჭირდა ამას, მთავრობაზე ვიმსჯელეთ, იმიტომ, რომ წინა აუქციონების შედეგად, ფასი, რომელიც გამოცხადებული იყო, სამწუხაროდ, ვერ მივიღეთ ჩვენ ინვესტორების დაინტერესება. დიდი იმედი გვაქვს, რომ მოლაპარაკებები, რომლებიც არსებობს დაინტერესებულ მხარეებთან, საბოლოოდ წარიმართება წარმატებით და წარმატებული აუქციონის შედეგად, ეს ობიექტიც გაცოცხლდება. ჩვენ აქაც გვინდა, რომ მომავალში, მორიგი მომავალი ტურისტული მიზიდულობის ცენტრი გავაჩინოთ.
განსაზღვრულია სხვადასხვა ტიპის საგამოფენო სივრცის მოწყობა, ასევე ღვინის მუზეუმის მოწყობა. ეს არის გეგმა, რომელზეც საზოგადოებაში ხშირად იყო პოლემიკა. დიდი, მსხვილი, მუზეუმის პროექტი იქნებოდა მნიშვნელოვანი, ამ კუთხითაც იქნებოდა დაინტერესება. ვფიქრობ, რომ „დოქებში“ შეიძლება ერთ-ერთი სივრცე დაეთმოს ქართული ღვინის მუზეუმს. ამით მეტ ტურისტს მოვიზიდავთ, რომელიც დაინტერესებულია ხელოვნებით, ტექნოლოგიებით, ღვინის თემატიკით და ა.შ. „დოქების“ აუქციონის საწყისი ფასი იქნება 10 მილიონი ლარი და შემდგომში, პირობა არის, რომ მინიმუმ 20 მილიონ ლარიანი ინვესტიცია განხორციელდეს, შესაბამისად, აუქციონში მონაწილე მხარემ გარანტიები უნდა წარმოადგინოს. მეორე მნიშვნელოვანი პირობაა, რომ ჩვენ გვინდა, სწრაფად მივიღოთ შედეგები და არა უმეტეს 3 წლის განმავლობაში, უნდა განხორციელდეს აუქციონის პირობითი განსაზღვრული ობიექტების რეალიზება“, - განაცხადა დავითაშვილმა.