1747431120
რა შედეგი შეიძლება მოიტანოს თმის ხშირად შეღებვამ და ქიმიურმა დასწორებამ - ნახეთ ახალი კვლევა

თმის შეღებვისა და ქიმიური დასწორების პროცედურას მსოფლიო მასშტაბით უამრავი ქალბატონი მიმართავს. თუმცა, კვლევებით დადგინდა, რომ აღნიშნული პროცედურები ჩვენს ორგანიზმს მნიშვნელოვან ზიანს აყენებს.
ლონდონის პრინცესა გრეისის საავადმყოფოს მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ქალი თმას ხშირად, 4-6 კვირის შუალედში, იღებავს - მკერდისა და საკვერცხის კიბოს განვითარების რისკი მინიმუმ 14%-ით იზრდება. ასევე, მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ თმის ქიმიურ გასწორებას შეუძლია საშვილოსნოს კიბო გამოიწვიოს. ამ ყველაფრის მიზეზი კი თმის პროდუქტებში შემავალი მავნე ნივთიერებები გახლავთ.
Guardian-ი ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ ჩიკაგოს ფედერალურ სასამართლოში თავის მოვლის საშუალებების მწარმოებელი ცნობილ კომპანიების, წინააღმდეგ ათობით საჩივარი შევიდა. საჩივრის მიხედვით, მათ მიერ წარმოებული თმის პროდუქტები შეიცავს ისეთ ქიმიურ ნივთიერებებს, რომლებიც სხვადასხვა სიმსივნის განვითარების რისკს მნიშვნელოვნად ზრდის. ამას ემატება ისიც, რომ ცოტა ხნის წინ მკვლევრებმა შემოწმების შედეგად თმის 20-მდე პროდუქტში ენდოკრინული სისტემის დამაზიანებელი ნაერთები აღმოაჩინეს.
რომელ ქიმიურ ნივთიერებებზეა საუბარი
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, კარცენოგენური ანუ კიბოს მაპროვოცირებელ ეფექტები, შესაძლოა, გამოიწვიოს თმის პროდუქტებში შემავალმა ისეთმა ქიმიურმა ნივთიერებებმა, როგორებიცაა:
1.პარაბენები
2. ფთალატები
3. ფორმალდეჰიდები
4. ფენაცეტინი
5. ბენზოლი
6. ქრომი
7. ამიაკი
თმის პროდუქტების (საღებვების, გასასწორებელი საშუალებების) მოხმარებისას ადამიანის სკალპი ადვილად შთანთქავს აღნიშნულ ქიმიური ნივთიერებებს, რის შედეგადაც ისინი ორგანიზმში შეიწოვება.
კვლევები
პირველი კვლევა შეეხებოდა იმის გარკვევას ზრდიდა თუ არა მკერდისა და საკვერცხის კიბოს განვითარების რისკს თმის საღებავები.
კვლევა ლონდონის პრინცესა გრეისის საავადმყოფოს ქირურგებმა ჩაატარეს. მასში ათასობით ქალი იღებდა მონაწილეობას. როგორც დაკვირვების შემდეგ, პროფესორმა ქეფა მოკბელიმ განაცხადა, იმ შემთხვევაში, თუ ქალი თმას ხშირად, 4-6 კვირის შუალედში, იღებავს - მკერდისა და საკვერცხის კიბოს განვითარების რისკი მინიმუმ 14%-ით იზრდება.
ახლა რაც შეეხება მეორე კვლევას - რომელიც ორგანიზმზე თმის ქიმიური გასწორების პროდუქტების ზეგავლენას სწავლობდა. ის აშშ-ის გარემოს ჯანმრთელობის მეცნიერებათა ეროვნულმა ინსტიტუტმა (NIEHS) ჩაატარა და მასში 33 947 ქალი მონაწილეობდა. მკვლევრები მათ 11 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ, რაც დამეთანხმებით ალბათ, რომ საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდა.
შედეგებმა აჩვენა, რომ იმ ქალების შემთხვევაში, რომლებიც 12 თვეში თმის ქიმიური გასწორების პროდუქტებს მინუმიმ 4-ჯერ მაინც მიმართავდნენ - საშვილოსნოს კიბოს განვითარების რისკი 155-ჯერ იზრდებოდა.
როგორ შეგვიძლია შევამციროთ რისკები და დავიცვათ თავი როგორც სამედიცინო სფეროს ექსპერტები გვირჩევენ იმისთვის, რომ მკერდისა და საშვილოსნოს კიბოს განვითარების რისკები შევამციროთ, უმჯობესი იქნება, თუ 1. თმას წელიწადში მაქსიმუმ 5-ჯერ შეიღებავთ 2. თუ თმის ქიმიური დასწორების პროცედურას 4-5 თვის შუალედში მხოლოდ ერთხელ მიმართავთ 3. თმის ქიმიური დასწორების შემდეგ, შეღებვამდე უნდა გავიდეს სულ მცირე 14 დღე 4. ყურადღებით წაიკითხეთ თმის პროდუქუტების შემადგენლობა ( არ უნდა შეიცავდნენ ( პარაბენებს, ფთალატებს, ფორმალდეჰიდებს, ფენაცეტინს,ბენზოლს, ქრომსა და ამიაკს) 5. გამოიყენეთ მცენარეული წარმოშობის საღებავები 6. არ გაიჩეროთ საღებავი იმაზე დიდხანს, ვიდრე ეს რეკომენდებულია 7. არ შეიღებოთ თმა იმ შემთხვევაში თუ სკალპი გაღიზიანებულია, დაზიანებული ან დამწვარია