რა საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ სოციალური ქსელის აქტიური მომხმარებლები

სოცქსელი

სტუდენტებს, რომლებიც სოციალურ ქსელში დიდ დროს ატარებენ, სისხლში ცილის მაღალი დონე აღმოაჩნდათ, რომელიც სხვადასხვა ქრონიკული დაავადების განვითარებასთან არის დაკავშირებული - ამის შესახებ INSIDER-ი წერს.

გამოცემა ეყრდნობა ახალ კვლევას, რომელიც ჟურნალ Cyberpsychology, Behavior, and Social Networking-ში გამოქვეყნდა.

კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ სტუდენტებს, რომლებიც ზედმეტად დიდ დროს უთმობენ სოციალურ ქსელებს, მაღალი ჰქონდათ სისხლში C-რეაქტიული ცილის (CRP) დონე, რაც, თავის მხრივ, ისეთი დაავადებების განვითარების შესაძლებლობაზე მიანიშნებს, როგორიცაა შაქრიანი დიაბეტი, კიბო და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები.

კვლევა, რომელშიც მონაწილეობას 18-დან 24 წლამდე ასაკობრივი კატეგორიის 251 სტუდენტი იღებდა.  მონაწილეთა სისხლის ნიმუშებსა და მათ მიერ შევსებულ კითხვარებს დაეყრდნო.