როგორი ზამთარია მოსალოდნელი საქართველოში - სინოპტიკოსების პროგნოზი
1794254992
ადამიანებს ოთხფეხა მეგობრები ძალიან უყვართ და სახლში ძაღლი, კატა ხშირად მიჰყავთ. მათთან თამაში განსაკუთრებით ბავშვებს უყვართ, თუმცა თუ ცხოველი შესაბამის პირობებში არ იქნება და ვერც ჰიგიენური ნორმების დაცვას შევძლებთ, შესაძლოა მათგან საკმაოდ მძიმე და საყურადღებო ინფექციებით დავინფიცირდეთ. ალექსანდრა გოგინავა საუბრობს, რა პრობლემა შეიძლება შეექმნას ადამიანს ბეწვის გადაყლაპვის დროს.
„ბეწვის გადაყლაპვის შედეგად, შესაძლოა, ადამიანს სხვადასხვა პრობლემა შეექმნას. ეს შეიძლება იყოს ალერგიული რეაქცია, ან კიდევ შესაძლოა, ადგილობრივად, ანთებითი პროცესი განვითარდეს და საკმაოდ სერიოზული პრობლემა შექმნას. გარდა ამისა, ბეწვის გადაყლაპვის შედეგად, რის რისკი, რომ სხვადასხვა პარაზიტული დაავადება განვითარდეს, რადგანაც შეიძლება ბეწვზე პარაზიტის კვერცხი, ბაქტერია და ვირუსი იყოს, რომლის ჩვენს საჭმლის მომნელებელ ტრაქტში მოხვედრისას შეიძლება კუჭის წვენმა გაანეიტრალოს, მაგრამ მაინც არის საფრთხე, რომ განვითარდეს როგორც პარაზიტული დაავადებები, ასევე, ბაქტერიული ინფექციები, მათ შორის, ნაწლავური ინფექციები. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ განსაკუთრებით გრძელბეწვიან ცხოველებს სწორად მოვუაროთ და ბავშვების შემთხვევაში უფროსებმა გავაკონტროლოთ, რომ თამაშის დროს ბეწვი მათ ლორწოვანზე, პირის ღრუში არ მოხვდეს, რათა ჩამოთვლილი ინფექციებით არ დაინფიცირდეს“,- ამბობს გოგინავა Mshoblebi.ge-სთან საუბრისას.