1772918011
რა ხდებოდა აბაში რკინიგზის სადგურზე ხანძრის დროს - ნახეთ ვიდეო
აბაშის ახლად გარემონტებულ რკინიგზის სადგურში არსებულ მაღაზიას ცეცხლი გაუჩნდა.
ადგილობრივების თქმით, შემთხვევის შედეგად რკინიგზის სალარო არ დაზიანებულა.
ადგილზე მეხანძრე-მაშველების რამდენიმე ჯგუფი მუშაობდა. ცეცხლის ლიკვიდირება დროულად მოხდა,თუმცა მაღაზიის მეპატრონე დაზარალდა.
ხანძრის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.











