რა ხდება ახლა სოფელ ტაშისკართან, სადაც მეწყერული პროცესები განვითარდა

საგანგებო

სოფელ ტაშისკართან მეწყრული პროცესების პრევენციული ღონისძიებები დასრულდა. ადგილზე შესაბამისი ტექნიკით და აღჭურვილობით მუშაობდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს, ცენტრალური კოორდინაციის სამმართველოს, სამოქალაქო უსაფრთხოებისა და სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტების ჯგუფები. ტერიტორია შეისწავლეს გეოლოგებმა.

შეგახსენებთ მთის ფერდობიდან ღელეს მიმართულებით მიწის გარკვეული მასა ჩამოიშალა, რამაც გარკვეული პრობლემები შექმნა.