რა ღირს 1 გრამი ოქრო - განახლებული მონაცემები

ოქრო

მსოფლიოში ოქროსა და ვერცხლის ღირებულება კვლავ მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება.

GoldPrice-ის მონაცემებით, 19 თებერვალს, თბილისის დროით 12:30 საათზე, 1 უნცია ოქროს ფასი 5 014.23 დოლარს შეადგენს, რაც ერთ დღეში 0.53%-იან მატებას ნიშნავს.

რაც შეეხება ვერცხლს, ამ დროისთვის 1 უნციის ღირებულება 79.33 დოლარია, რაც დღის განმავლობაში 2.21%-ით არის გაზრდილი.

თუ უნციიდან გრამზე გადავითვლით (1 უნცია = 31.1 გრამი), საერთაშორისო ბაზარზე:

1 გრამი ოქროს ფასი დაახლოებით 161 დოლარია;
1 გრამი ვერცხლის ფასი დაახლოებით 2.55 დოლარს შეადგენს.

რაც შეეხება საქართველოს, ოქრო აქაც ძვირდება. 1 გრამი 999 სინჯის ოქროს ფასი 443 ლარია, 750-სინჯიანი - 332 ლარი ღირს, ხოლო 585-სინჯიანი ოქროს ფასი 259 ლარს შეადგენს.

რაც შეეხება ვერცხლის ღირებულებას, 999-სინჯიანი 1 გრამის ფასი 7.80 ლარია, ხოლო 800-სინჯიანი 1 გრამი ვერცხლის შეძენა 6.24 ლარად არის შესაძლებელი.