რა ეწერა ქუთაისში გარდაცვლილი მსახიობის დღიურში

ქაროსანიძე რეზი

მსახიობს და რეჟისორს რეზი ქაროსანიძეს სოციალურ ქსელში მეგობრები ემშვიდობებიან.

მსახიობი გაგი შენგელია „ფეისბუქზე“ ემოციურ პოსტს წერს და  გარდაცვლილი რეჟისორის დღიურის ფოტოს აქვეყნებს:

„ჩემი რეზიკო, ჩემო უბოროტო ძამიკო,როგორ დავიჯერო რო არ ხარ.
შენ ყოველთვის იქნები ყოველთვის იარსებებ ყოველთვის ვილაპარაკებ შენზე შენ საოცარ იდეებზე და შენ სინათლეზე შენ სიმართლეს არასოდეს დავკარგავ!!! მე მჯეროდა შენი ძამიკო და შენი იმედი მქონდა ბიჭო… რამდენი რაღაც წამართვი როგორ ამომგლიჯე ყველაფერი ეს რა სიცარიელეა ვეღარც ვაზროვნებ

შენ სულ ფრენა გინდოდა შენი ცხოვრების ბოლო წამიც ფრენა იყო… იფრინე მეგობარო.

შეხვედრამდე მეგობარო. სულ მეყვარები მეგობარო ჩემო განსაკუთრებულო არავისნაირო ადამიანო“

 

✕