ქუთაისში, 800 დევნილ ოჯახს ახალაშენებულ კორპუსებში ბინები გადაეცემა

ბინა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო, მიმდინარე წელს, ქუთაისში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინას 800 დევნილ ოჯახს გადასცემს. ინფორმაციას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ავრცელებს.

„ბინების რაოდენობის გათვალისწინებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ განსაზღვრა, რამდენ ოთახიან ბინაზე რამდენ ქულიანი იძულებით გადაადგილებული ოჯახები დაექვემდებარებიან მონიტორინგს.

ერთოთახიანი ბინები – დევნილი ოჯახები, რომლებსაც მინიჭებული აქვთ 4 ან მეტი ქულა;

ოროთახიანი ბინები – დევნილი ოჯახები, რომლებსაც მინიჭებული აქვთ 4 ან მეტი ქულა;

სამოთახიანი ბინები – დევნილი ოჯახები, რომლებსაც მინიჭებული აქვთ 2 ან მეტი ქულა;

ოთხოთახიანი ბინები – დევნილი ოჯახები, რომლებსაც მინიჭებული აქვთ 4 ან მეტი ქულა;

3+2 ოთახი – დევნილი ოჯახები, რომლებსაც მინიჭებული აქვთ 4 ან მეტი ქულა.

მონიტორინგის ჯგუფები მუშაობას უახლოეს პერიოდში დაიწყებენ და ჯამში, 1972 დევნილი ოჯახის საცხოვრებელ პირობებსა და საჭიროებებს ადგილზე შეისწავლიან. ბინების განაწილების შესახებ გადაწყვეტილებას კომისია ღიად და გამჭვირვალედ, განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად მიიღებს.

ქუთაისში ბინის მიღების მსურველი დევნილი ოჯახებისთვის მინიჭებული ქულები: https://idp.gov.ge/statement-78/“, - ნათქვამია განცხადებაში.