ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, 700 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომი მოეწყო

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დამატებით 450 ავტომობილზე გათვლილი ახალი ავტოსადგომი და წყალარინების სისტემა მოეწყო, – ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

მათივე ცნობით, ჯამში დაიგო 20 000 მ2 ასფალტი, დაპროექტდა და მოეწყო საავტომობილო გზები, საფეხმავლო ბილიკები და საპარკინგე სისტემა. ასევე, გაკეთდა ახალი სანიაღვრე კანალიზაცია და მოეწყო დეკორატიული ღობე. თვის ბოლომდე სრულად მოეწყობა ტერიტორიის განათების სისტემა.

„ავტოსადგომის გაფართოებით გრძელდება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ლანდშაფტის მოწყობა, არსებული, 200 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომი 700 მდე გაიზარდა.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს თანამედროვე ავტოსადგომი აქვს, რომელიც ყველა საერთაშორისო სტანდარტსაკმაყოფილებს.

დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში წელს რამდენიმე უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული პროექტია დაგეგმილი. მათ შორის, ბაქნის და თვითმფრინავების სადგომის რეაბილიტაცია, ასევე დაიწყება ახალი 3,5 კმ.-იანია საფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობა. რაც მომავალში, საშუალებას მოგვცემს ქუთაისის აეროპორტში ყველა სახის სამგზავრო და სატვირთო საჰაერო ხომალდი მივიღოთ და მოვემსახუროთ“, – ნათქვამია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერგავრცელებულ განცხადებაში.

ავტოსადგომის გაფართოების პროექტში  3.9 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა, რომელიც საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ სრულად საკუთარი შემოსავლებიდან დაფარა.