ქუჩები, რომლებსაც დღეს წყალმომარაგება შეუწყდება - GWP მოსახლეობას აფრთხილებს

GWP

გადაუდებელი სამუშაოების გამო, თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება. ინფორმაცია კომპანია GWP ავრცელებს.

საბურთალოს რაიონში - ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის ქ. N22- თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით, დღეს 03:00-დან 12:00-მდე წყალმომარაგება შეუწყდება: იყალთოს გორის, ლიხაურის, ნატახტარის, ქარელის,  ტუსკიას, ბაკურციხის, წინაუბნის, ტეხურის N31-39 ; 24-34 , ბაკურიანის, დოლიძის N47 - 143. N60 - 144

გლდანის რაიონში - ზარზმის ქ. N17 -ში მოქალაქის კუთვნილ წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 02:00-მდე. წყალმომარაგება შეუწყდება: ზარზმის, ილორის და იპოლიტოვ-ივანოვის, სარაჯიშვილის N 1-23 (კენტებს) ილორის ქ. N13-თან ქსელზე დაზიანებაა.

კომპანიის ცნობით, დღესვე 25 იანვარს, ვაკის რაიონში - წყნეთი, ნუშის ბაღების ქ. N1-თან გეგმიური ტექნიკური სამუშაოები განხორციელდება.

სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც,  12:00-დან 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება ნუშის ბაღების და დიმიტრი ბათიაშვილის ქუჩებს.