ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1763324128
საქართველოში ყინვა და ნალექია. სინოპტიკოსების პროგნოზით, უამინდობა თვის ბოლომდე გასტანს.
როგორც ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სინოპტიკოსი, სვეტლანა ნიორაძე „პრაიმტაიმთან“ ამბობს, დასავლეთ საქართველოში ძლიერ ყინვას პროგნოზირებენ.
„დღეიდან ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელებაა მოსალოდნელი. ძლიერი თოვა დასავლეთში უკვე დაიწყო. სანაპიროს გარდა, ახლა ყველგან თოვს: ზუგდიდში, ქუთაისში, ზესტაფონში, მთიან და მაღალმთიან რეგიონებში, თავისთავად.
აღმოსავლეთ საქართველოში - გორში, შიდა ქართლში და უფრო მთიან და მაღალმთიან რაიონებში, ვფიქრობთ თოვლს.
თბილისში მოსალოდნელია უმნიშვნელო თოვლი, ძირითადად, უნალექო ამინდია. აღმოსავლეთ საქართველოში დღის მეორე ნახევრიდან გაძლიერდება ქარი და შესაძლოა, 20-25 მეტრი წამში იქროლოს.
უამინდობა მთიან და მაღალმთიან რაიონებში ქარბუქი, ხილვადობის გართულება, საავტომობილო გზებზე ლიპ ყინული, ზღვაზე შტორმსაც ვფიქრობთ, 4-5 და შეიძლება, მეტი ბალიც დაფიქსირდეს. ეს ყველაფერი კვირის ბოლომდე, 18 თებერვლამდე გაგრძელდება.
იქნება სიცივე, დღის ტემპერატურა დაბალი, კოლხეთის დაბლობზე ამაღამ ძალიან დაბალ ტემპერატურას ველოდებით. დაბლობ რაიონებში, დასავლეთ საქართველოში -5 გრადუსამდე შეიძლება დაეცეს ტემპერატურა, ამან, შესაძლოა, ციტრუსოვანი კულტურების, განსაკუთრებით, ლიმონის დაზიანება გამოიწვიოს.
რაც შეეხება 18 თებერვლის შემდეგ პერიოდს, ტემპერატურა ნელ-ნელა მოიმატებს. ნალექი ნელ-ნელა შეწყდება,“ - განაცხადა სინოპტიკოსმა.