დღეიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებში გარკვეული ცვლილებებია - დეტალურად
1762580006
„რუსთავი 2-ზე“ ახალი რეალითი შოუ „პრაიმ ჰაუსი“ იწყება.
შოუსთვის გმირების შერჩევა უკვე დაწყებულია, სოციალურ ქსელებში კარგად ცნობილი სახეები ახლა უკვე თქვენს ეკრანებზე გამოჩნდებიან. მათ სხვადასხვა გამოწვევის გადალახვა მოუწევთ და გამარჯვებულის გამოსავლენად კი ერთმანეთის კონკურენტებად იქცევიან.
რეალითი შოუ სამი თვის განმავლობაში გაგრძელდება.
შოუში მონაწილეობის მსურველები დღეს „რუსთავი 2-ში“ პირველად მოვიდნენ, რეალით შოუში მონაწილეთა მსურველი ბევრია, ადგილი კი ცოტა. ამიტომ ანკეტის შევსების შემდეგ მათ 5-კაციან ჟიურის უნდა დაუმტკიცონ, რატომ და რით იქნება მათი შოუში მონაწილეობა საინტერესო.
ჰოლდინგის დირექტორი, ვაკო ავალიანი ფიქრობს, რომ ახალი პროექტი იქნება მცდელობა, ტელეეკრანებთან იმ ასაკობრივი კატეგორიის მაყურებელი დააბრუნოს, ვინც თავის ადგილს და ინტერესებს ამ ეტაპზე სატელევიზიო სივრცეში ვერ ხედავს.